
ავტორი
Front News საქართველო
78 წლის ასაკში ცნობილი კომენტატორი და საკალათბურთო სპეციალისტი ჯამლეტ ხუხაშვილი გარდაიცვალა. ის ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მძიმედ ავადმყოფობდა.
ჯამლეტ ხუხაშვილი სპორტული კომენტატორი 1963 წლიდან იყო. 1980-1992 წლებში მუშაობდა: საქართველოს ტელევიზიაში, რადიოში, ტელეკომპანია “იმედში“, სპორტულ რადიო “ჯაკოში“; იყო საზოგადოება “დინამოს“ მწვრთნელი.
1994 წლიდან საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების უფროსი. 1990 წლიდან “მაქაბის“ კლუბის პრეზიდენტი.
დასახელებულია „დინამოს“ საუკეთესო მწვრთნელად (1986), საუკეთესო სპორტულ კომენტატორად (2004).
არის საიუბილეო წიგნის “ყურადღება“ (2004) ავტორი.
თაგები:
კალათბურთი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს