ჯანდაცვის სამინისტრო ჩინური “სინოფარმის“ ვაქცინებსაც შემოიტანს

ავტორი
Front News საქართველო
ჩინურ „სინოფარმთან“ 100 ათასი დოზა ვაქცინის შესაძენად წინასწარ მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ჩინურ „სინოფარმის“ ვაქცინებს საქართველოში იმ შემთხვევაში შემოიტანენ, თუ კი აღნიშნული ვაქცინა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აკრედიტაციას მიიღებს.
„როგორც ვიცით, ჩინური ვაქცინა უკვე არის იმ ვაქცინების რიცხვში, რომელიც ელოდება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან აკრედიტაციას. როგორც „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ შემთხვევაში, ჩვენ მოლაპარაკებები წინასწარ უკვე დაწყებული გვაქვს. როგორც ჩინურ მხარესთან, ასევე COVAX-პლატფორმასთან. ამასთან, ჩინურ ვაქცინას მიღებული აქვს ერთ-ერთი მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან ავტორიზაცია, რაც ჩვენ იმის საშუალებას გვაძლევს, რომ მოლაპარაკებები ინტენსიურად გავაგრძელოთ.
პირველი ეტაპისთვის, ჩვენ გვაქვს მცირე დოზები შეკვეთილი პირდაპირ მომწოდებელთან. ეს არის 100 ათასი დოზა ვაქცინა. COVAX-პლატფორმიდან დამატებით ხელმისაწვდომობა გაგვიჩნდება საჭიროება ვაქცინებზე“, – განაცხადა ტიკარაძემ.
თაგები:

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


