Logo

ჯანდაცვის სამინისტროში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების მშობლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

Frontnews image description

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების მშობლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც უწყების ხელმძღვანელი და სამინისტროს სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო მედიკამენტების თაობაზე ინფორმაციის მოძიებასთან დაკავშირებულ საკითხებსა და სამომავლო გეგმებს. 

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, პრიორიტეტი პაციენტთა ინტერესების დაცვაა და თითოეული გადაწყვეტილებაც სწორედ ამის გათვალისწინებით იქნება მიღებული.

სამუშაო ჯგუფის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე დიუშენის დისტროფიის მქონე პაციენტების ეფექტური მართვისთვის მნიშვნელოვან სხვა საკითხებზეც იმსჯელეს.

როგორც აღინიშნა, სამუშაო ჯგუფის ფორმატში, შეხვედრები გაგრძელდება.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები