“ჯანდაცვის სისტემა ნამდვილად ვეღარ გაუძლებს იმგვარ ტალღებს, რაც ნოემბერ-დეკემბერში გადავიტანეთ”

ავტორი
Front News საქართველო
პირბადის მაჩვენებლის შემცირება ამ ეპიდემიის ყველაზე მთავარი მკვებავია. ჩვენ დავაკვირდით და ვიცით, რომ მობილობა პირდაპირ პროპორციულ კავშირშია, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ჯანდაცვის სისტემა ვეღარ გაუძლებს იმგვარ ტალღებს, რაც ნოემბერ-დეკემბერში გადავიტანეთ.
„პირბადის მაჩვენებლის შემცირება ამ ეპიდემიის ყველაზე მთავარი მკვებავია. ჩვენ დავაკვირდით და ვიცით, რომ მობილობა პირდაპირ პროპორციულ კავშირშია. სიფრთხილე გვმართებს იმ კუთხით, რომ დაწესებული წესები, რაც საკმაოდ ეფექტურია, აუცილებლად დავიცვათ.
წერტილოვანი შეზღუდვები აუცილებლად დადგება დღის წესრიგში, თუ რომელიმე რეგიონში ეპიდემიური სურათი იქნება უფრო სარისკო. ჯანდაცვის სისტემა ნამდვილად ვეღარ გაუძლებს იმგვარ ტალღებს, რაც ჩვენ ნოემბერ-დეკემბერში გადავიტანეთ, აქედან გამომდინარე მაქსიმალური სიფრთხილე გვმართებს“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.
თაგები:

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


