ჯანმოს საერთაშორისო ექსპერტებმა აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან სამუშაო შეხვედრა გამართეს


ავტორი
Front News საქართველო
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საერთაშორისო ექსპერტებმა აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან ლაშა ქარდავასთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.
შეხვედრაზე, საერთაშორისო ექსპერტებმა, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოსთვის მალარიისგან თავისუფალი ქვეყნის სერტიფიცირების სტატუსის მინიჭების საკითხებთან დაკავშირებით ისაუბრეს.
ყურადღება გამახვილდა, ამ მიმართულებით ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ ვითარებაზე და პროცესში საერთაშორისო პრაქტიკის გამოყენების მნიშვნელობაზე.
მიმდინარე თვეს დაგეგმილია ჯანმოს მისია, რომელიც საბოლოო შეფასებას ჩაატარებს. ექსპერტების მიერ დადებითი შეფასების შემთხვევაში საქართველო მალარიისგან თავისუფალი ქვეყნის სტატუსს მიიღებს.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს