
ავტორი
Front News საქართველო
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ ვარიანტს “ომიკრონი“ უწოდა.
ორგანიზაცია კორონავირუსის ახალ შტამს “შემაშფოთებელ ვარიანტს“ უწოდებს და აცხადებს, რომ ბოლოდროინდელი მტკიცებულებების მიხედვით, კორონავირუსის ახალი შტამით რეინფიცირების რისკი, სხვა შტამებთან შედარებით, ბევრად მაღალია.
როგორც ჯანმოში აღნიშნავენ, ახალი ვარიანტის შესასწავლად რამდენიმე კვირა დასჭირდებათ, თუმცა უკვე ცნობილია, რომ ახალ ვარიანტს ძალიან ბევრი მუტაცია აქვს.
სამხრეთ აფრიკაში აღმოჩენილი კორონავირუსის ახალი ვარიანტის გავრცელების გამო ევროკავშირმა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებმა სამხრეთ აფრიკულ ქვეყნებთან ფრენების დროებით შეჩერების გადაწყვეტილება მიიღეს.
თაგები:
კორონავირუსი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს