ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავეს


ავტორი
Front News საქართველო
შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 1992 წელს დაბადებული ბ.ა. დააკავეს.
დანაშაული თავისუფლების 9-დან 13 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ბ.ა.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ზურგის არეში ცივი იარაღით ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება მიაყენა 1966 წელს დაბადებულ თ.ა.-ს.
სამართალდამცველებმა ბ.ა. ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ე” ქვეპუნქტით მიმდინარეობს", - აცხადებენ შსს-ში.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს