
ავტორი
Front News საქართველო
საკანონმდებლო ორგანოში „მინისტრის საათის“ ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას, თავდაცვის მინისტრმა ადგილობრივი სამხედრო ინდუსტრიის განვითარების გარდა, სამხედროების ადგილობრივი წარმოების უნიფორმებით უზრუნველყოფაზეც ისაუბრა.
ჯუანშერ ბურჭულაძემ დეპუტატებს შპს „დელტა ტექსტილის“ დაფუძნების, მისი საქმიანობისა და გეგმების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ კომპანია პანდემიისა თუ სხვა ფორსმაჟორულ სიტუაციებშიც კი, უნიფორმითა და ტექსტილის სხვა ნაწარმით თავდაცვის ძალების შეუფერხებელ მომარაგებას უზრუნველყოფს.
"მიმდინარე წელს ჩვენ უკვე მივიღეთ პირველი პროდუქცია და წლის ბოლომდე კიდევ მივიღებთ ჯარისკაცებისთვის ისეთ მნიშვნელოვან ნაწარმს, როგორიცაა კომუფლირებული უნიფორმები, მაისურები, სპორტული ტანსაცმელი და ტექსტილის სხვადასხვა სახეობა“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს