Logo

ჯარისკაცები, ტანკები და საარტილერიო სისტემები - რა დაკარგა რუსეთმა ფრონტზე ბოლო 24 საათის განმავლობაში

უკრაინა
163
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 1041990 (+1040) ჯარისკაცი დაკარგა.

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 20.07.25-მდე: ტანკები – 11035 (+3), ჯავშანტექნიკა – 23021 (+9), საარტილერიო სისტემები – 30583 (+52), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1443 (+1).

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1198 (+0), თვითმფრინავები – 421 (+0), ვერტმფრენები – 340, ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 46982 (+270), ფრთოსანი რაკეტები – 3515 (+23).

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 28 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 55727 (+121), სპეციალური ტექნიკა – 3932 (+0).

18-დან 19 ივლისამდე, რუსებმა უკრაინასთან ბრძოლებში 1120 ჯარისკაცი დაკარგეს. გარდა ამისა, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 46 საარტილერიო სისტემა, 163 დრონი და 112 სატრანსპორტო საშუალება გაანადგურეს.

Advertisement