
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში დეპუტატებს ის ღონისძიებები გააცნო, რომლებიც კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით თავდაცვის ძალებში გატარდა.
მინისტრის განცხადებით, უწყება ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების გათვალისწინებით მოქმედებს და ჯარისკაცების ვაქცინაციაც შესაბამისი გადაწყვეტილებების მიხედვით მოხდება.
"ჯარში გატარებული ღონისძიებების შედეგად ჩვენ მაქსიმალურად შევზღუდეთ კორონავირუსის გავრცელება და ქვეყნისთვის ეფექტური მხარდამჭერი ფუნქციის შევასრულეთ. თავდაცვის ძალებში ეპიდვითარების უკეთ მართვის მიზნით, გაძლიერდა ინსტიტუციური, სტრუქტურული და ინფრასტრუქტურული მიმართულებები. მოსალოდნელი მესამე ტალღის პირობებში განსაზღვრულია, საჭიროების მიხედვით, დამატებითი საიზოლაციო სივრცეების მოწყობა და უკვე მიმდინარეობს სამედიცინო პერსონალის გადამზადება“,- განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს