Logo

ჯავის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

სამართალი
240
Frontnews image description

თბილისში, ჯავის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს.

 

მკვლელობის მოტივი და სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია. 

 

ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

 

გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

 

მომხდარი მკვლელობის შესახებ ინფორმაცია თბილისის საკრებულოს დეპუტატმა მამუკა გუგეშაშვილმა გაავრცელა.

 

“ამ წამს, ჩემი მეგობრის ბიძაშვილი მოკლეს ჯავის ქუჩაზე. ეს ახალგაზრდა ბიჭი მოკლეს პოლიტიკურ ნიადაგზე”, – განაცხადა მამუკა გუგეშაშვილმა საკრებულოს სხდომაზე.

თაგები:

მკვლელობა
Advertisement