ჯეი დი ვენსი – თუ სამი წლის ბავშვს პოლიტიკური პროტესტის ფარგლებში აედევნები, ნაგავი ადამიანი ხარ


ავტორი
Front News საქართველო
დღეს, როდესაც ჩემს სამი წლის გოგონასთან ერთად ვსეირნობდი, „დიდება უკრაინას“ მომხრე პროტესტანტების ჯგუფი დაგვედევნა და ყვიროდნენ, რის გამოც ჩემი შვილი სულ უფრო მეტად შეშფოთებული და შეშინებული იყო, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი სოციალურ ქსელში წერს.
“დღეს, როდესაც ჩემს სამი წლის გოგონასთან ერთად ვსეირნობდი, „დიდება უკრაინას“ მომხრე პროტესტანტების ჯგუფი დაგვედევნა და ყვიროდნენ, რის გამოც ჩემი შვილი სულ უფრო მეტად შეშფოთებული და შეშინებული იყო.
გადავწყვიტე პროტესტანტებთან საუბარი იმ იმედით, რომ რამდენიმე წუთის საუბრის სანაცვლოდ ჩემს პატარას თავს დაანებებდნენ (თითქმის ყველა დამეთანხმა). საუბარი ძირითადად პატივისცემით წარიმართა, მაგრამ თუ სამი წლის ბავშვს პოლიტიკური პროტესტის ფარგლებში აედევნები, ნაგავი ადამიანი ხარ“, – წერს ვენსი.
თაგები:
ჯეი დი ვენსი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს