ჯეიმს აპატურაი – 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლის შესახებ “ქართული ოცნების” გადაწყვეტილება ძალიან სამწუხაროა


ავტორი
Front News საქართველო
სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი “ქართული ოცნების” მიერ შეთანხმების დატოვებას ეხმაურება.
“19 აპრილის ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ “ქართული ოცნების” გადაწყვეტილება ძალიან სამწუხაროა. 19 აპრილის შეთანხმება მოიცავს საუკეთესო გზას იმ რეფორმებისათვის, რომლებიც სარგებელს მოუტანს საქართველოს და დაეხმარება საქართველოს წინსვლას მის ევროატლანტიკურ გზაზე; სწორედ ამიტომ, საქართველომ ყოველწლიურ ეროვნულ პროგრამაში შეიტანა შეთანხმების განხორციელება, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს მომზადებას ნატოში გაწევრიანებისთვის. ყველა პარტიამ, მათ შორის „ნაციონალურმა მოძრაობამ“, უნდა მიიღოს და მხარი დაუჭიროს იმ რეფორმების განხორციელებას, რომლებიც აუცილებელია საქართველოს დემოკრატიული მიზნების მისაღწევად”, – წერს აპატურაი.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს