ჯეიმს კობი – ართრიტები შეიძლება იყოს ტოქსიკური ზემოქმედების შედეგი, ვერცხლისწყალი ის ელემენტია, რომელიც იწვევს სახსრების დაზიანებას


ავტორი
Front News საქართველო
თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებისა ან სასჯელისგან გათავისუფლების საქმეზე ორთოპედი, ტრავმატოლოგი ჯეიმს კობი იკითხება.
როგორც ჯეიმს კობიმ აღნიშნა, 8 ოქტომბერს მან მიხეილ სააკაშვილი გასინჯა და მას ჰქონდა კისრის კუნთების გამაგრება და მხრის სახსარში ტკივილი.
მისივე თქმით, სააკაშვილს პრაქტიკულად არ შეეძლო მარცხენა ხელის გამოყენება და შესუსტებული იყო მარცხენა ფეხის მოძრაობა.
“მე გავსინჯე პაციენტი 8 ოქტომბერს. შეიმჩნეოდა, რომ კისერი იყო გამაგრებული. იყო ძლიერი ტკივილი, რის გამო თავსაც ვერ ხრიდა მარცხნივ. პრაქტიკულად, მარცხენა ხელს ვერ ეყრდნობოდა და ტკივილიც ახლდა. MRI კვლევის შედეგად დავადგინე, რომ იყო ართრიტი. ვნახე მისი მენჯ-ბარძაყის სახსრის რენტგენის სურათი, ასევე MRI-ს კვლევის სურათი. ამ კვლევებმა აჩვენა, რომ ართრიტი არის მენჯ-ბარძაყის ორივე სახსარში.
აღმოჩენილი ართრიტები შეიძლება იყოს ტოქსიკური ზემოქმედების შედეგი. ვერცხლისწყალი ის ელემენტია, რომელიც იწვევს სახსრების დაზიანებას. მას მალთაშუა დისკი აქვს დაზიანებული. ვფიქრობ, კისრის პრობლემა, მარცხენა მხრისა და სახსრის პრობლემა არის ყველაზე სერიოზული. მას სჭირდება ქირურგიული ოპერაცია კისერზე და ასევე მარცხენა მხრის სახსარზე. ეს ოპერაციები თუ დროულად არ ჩატარდა, მოძრაობები აქვს გართულებული, ეს კიდევ გართულდება და უფრო ვერ შეძლებს მოძრაობას. ის ყოველდღიურად განიცდის ძლიერ ტკივილს კისრის მიდამოში“, – განაცხადა ჯეიმს კობიმ.
თაგები:
ჯეიმს კობი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს