
ავტორი
Front News საქართველო
თითქმის ერთკვირიანი ლოდინის შემდეგ აშშ-დან მოწვეულმა ორთოპედ-ტრავმატოლოგმა ჯეიმს კობიმ მიხეილ სააკაშვილთან შესვლის ნებართვა გუშინ გვიან ღამით მიღო.
ამერიკელი ნობელიანტი ექიმი უკვე ქვეყნის დატოვებას აპირებდა, თუმცა გზიდან დაბრუნდა და ღამის საათებში კლინიკა “ვივამედში” მყოფი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.
მისი განცხადებით, დასადგენია მიზეზი, თუ რატომ არის მესამე პრეზიდენტი ასეთ მძიმე მდგომარეობაში, რისთვისახც საჭიროა კვლევები.
“მე ის გავსინჯე. ბევრი რამ შეიძლება გაკეთდეს, მეტი სპეციალური კვლევაა საჭირო, მე შემიძლია დავნიშნო ეს კვლევები და შემდეგ ბევრი გზა არსებობს მოსაგვარებლად, ბევრი მისი პრობლემა განკურნებადი და სათანადოდ მოგვარებადია“, – განაცხადა კობიმ.
ამერიკელმა ექიმმა ჯანდაცვის სამინისტროსგან 6-თვიანი ლიცენზია მიიღო. ის მესამე პრეზიდენტის მოსანახულებლად ორშაბათს ისევ შევა.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს