
ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკა “ვივამედში” უცხოელმა ექსპერტებმა მოინახულეს.
როგორც ნევროლოგმა შაჰინ ემანუელ ლახანმა განაცხადა, მიხეილ სააკაშვილს სხვადასხვა მიმართულებით კვლევები ჩაუტარდა, რის შედეგადაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით რიგი პრობლემები გამოიკვეთა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რა სახის პრობლემებზეა საუბარი.
ექიმმა ჯეიმს კობიმ, რომელიც საქართველოში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად შაბათს ჩამოვიდა და ამ დრომდე მისი მონახულების საშუალება არ მიეცა, განაცხადა, რომ წინასწარ, პაციენტის ნახვამდე, დასკვნებს ვერ გააკეთებს.
ექიმის თქმით, მან ფრენა გადადო და იმედია, მიხეილ სააკაშვილის ნახვის საშუალება ხვალ მიეცემა.
“მე ჩამოვედი შაბათს, ველოდები, რომ დავაკვირდე პაციენტს. ვერ ვიტყვი დასკვნებს, სანამ არ ვნახავ პაციენტს და დაველაპარაკები. მე ყველა ეს დოკუმენტები კვირების წინ გავაგზავნე და ჯერ კიდევ ველი დასტურს. ვარ მოქმედი ექიმი, ასობით ოპერაცია ჩამიტარებია, ყველა დოკუმენტი ჩაბარებულია. იმედია, ხვალ დილას მივიღებ თანხმობას”, – განაცხადა ჯეიმს კობიმ.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს