ჯეიმს ო’ბრაიენი დღეს ბოდბელ მთავარეპისკოპოს იაკობს შეხვდება

ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ო’ბრაიენი დღეს, 3 ოქტომბერს ბოდბელ ეპისკოპოს მეუფე იაკობს შეხვდება.
შეხვედრის თემა უცნობია.
სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრა აშშ-ის დროით 11:30 საათზე დაიწყება.
შეხვედრაზე, ასევე, იქნება დემოკრატიისა და განვითარების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ქეთევან ჩაჩავა.
შეხვედრა პრესისთვის დახურულია.
თაგები:





