ჯენ ფსაკი – ჩვენ პრეზიდენტს უკრაინაში არ ვაგზავნით

ავტორი
Front News საქართველო
თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ ფსაკიმ განაცხადა, რომ პრეზიდენტი ბაიდენის ვიზიტი უკრაინაში არ იგეგმება.
“ის ყველაფრისთვის მზად არის. ის მზად არის უკრაინაში წასასვლელად, მაგრამ ჩვენ პრეზიდენტს უკრაინაში არ ვაგზავნით“, – აღნიშნა ჯენ ფსაკიმ.
14 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დადებითად უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, არის თუ არა მზად, უკრაინაში გაემგზავროს.
ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ მისი ადმინისტრაცია უკრაინაში აშშ-ის მთავრობის მაღალჩინოსნის გაგზავნაზე მუშაობს.
თაგები:





