ჯენ ფსაკი – პრეზიდენტი ბაიდენი უმცროსია და შესაძლოა, სანქციები მამამისს დაუწესეს, მშვიდად განისვენოს


ავტორი
Front News საქართველო
ალბათ, არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ ჩვენგან არავინ აპირებდა რუსეთში ტურისტული მიზნებით მოგზაურობას, – ამის შესახებ რუსეთის მიერ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ ფსაკიმ განაცხადა.
მისივე თქმით, არავინ აპირებდა რუსეთში მოგზაურობას და არავის აქვს ანგარიშები რუსეთში, რომელზე წვდომაც არ შეეძლებათ.
“პრეზიდენტი ბაიდენი უმცროსია და შესაძლოა, მათ სანქციები დაუწესეს მამამისს, მშვიდად განისვენოს“, – განაცხადა ფსაკიმ.
რუსეთმა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის წინააღმდეგ პერსონალური სანქციები დააწესა. სანქციები ასევე ეხებათ: აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს, თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინს, თეთრი სახლის პრესმდივან ჯენ ფსაკს, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელ უილიამ ბერენსს, აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველ ჯეიკ სალივანს, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დირექტორ სამანთა ფაუერს, პრეზიდენტ ბაიდენის შვილ ჰანთერ ბაიდენს, აშშ-ის ყოფილ სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონს და სხვებს.
თაგები:
ჯო ბაიდენი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს