
ავტორი
Front News საქართველო
"ევროპული საქართველოს" წევრის აკაკი ბობოხიძის შეფასებით, ჯერ გიორგი გახარიას, შემდეგ კი ფინანსთა მინისტრის ივანე მაჭავარიანის გადადგომა ღრმა პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისზე მეტყველებს.
ბობოხიძის თქმით, გამოსავალი არ არის მინისტრების გადადგომა და მას გაცილებით უფრო ეფექტური შეთანხმებები სჭირდება, რათა ქვეყანამ თავი დააღწიოს ქართული ოცნების მმართველობის მიერ შექმნილ პრობლემებს.
"ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში სახელებს და გვარებს მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ჯერ პრემიერ-მინისტრის გადადგომაც და ახლა ფინანსთა მინისტრის მიყოლა მეტყველებს იმაზე, თუ რა ღრმა პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისშია ქვეყანა, თუმცა გამოსავალი, სამწუხაროდ, არ არის მინისტრების გადადგომა, გამოსავალს სჭირდება გაცილებით უფრო ეფექტური შეთანხმებები, რათა ამ ქვეყანა თავი დააღწიოს იმ პრობლემებს, რომლებიც "ქართული ოცნების" 9-წლიანმა მმართველობამ შექმნა ქვეყანაში", – აცხადებს ბობოხიძე.
ვანო მაჭავარიანმა ფინანსთა მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დღეს გააკეთა.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს