Logo

ჯგუფურ მკვლელობასა და ცემაში ბრალდებულებს თავისუფლების 15-15 წლით აღკვეთა მიესაჯათ

საზოგადოება
1634
Frontnews image description

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ, ჯგუფურ მკვლელობასა და ცემაში ბრალდებულ პირებს თავისუფლების 15-15 წლით  აღკვეთა მიუსაჯა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. 

"ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურ მკვლელობასა და ცემაში ბრალდებული ორი პირი დამნაშავედ ცნო.

ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 22 აგვისტოს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარაში, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა ი.ქ.-მ და ვ.ს.-მ ჯგუფურად, გაგუდვის გზით განზრახ მოკლეს ლ.ა. იმავდროულად ვ.ს. ფიზიკურად გაუსწორდა მ.ც.-ს, რომელიც ლ.ა.-ს მკვლელობაში ბრალდებულებისთვის ხელის შეშლას ცდილობდა.

სამართალდამცველებმა ი.ქ. და ვ.ს. იმავე დღეს დააკავეს. ი.ქ.-ს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ჯგუფურად), ხოლო ვ.ს.-ს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ჯგუფურად) და 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა და ძალადობა) წარედგინათ. ორივე მათგანს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ი.ქ. და ვ.ს. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების 15-15 წლით აღკვეთა განუსაზღვრა", – აღნიშნულია განცხადებაში.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები