ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე დაკავებულ მანანა გიორგობიანს პატიმრობა შეეფარდა

ავტორი
Front News საქართველო
თბილისის საქალაქო სასამართლომ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე დაკავებულ მანანა გიორგობიანს პატიმრობა შეუფარდა.
გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა გამოაცხადა.
გიორგობიანის მიმართ პატიმრობის შეფარდებას სხდომაზე სახელმწიფო ბრალდება ითხოვდა.
სასამართლო პროცესზე მანანა გიორგობიანმა განაცხადა, რომ ის გიჟი არ არის და არანაირი ფსიქიკური აშლილობა არ აქვს.
"ბიპოლარული აშლილობა არ მაქვს, ნარკოტიკებს მოვიხმარ წლებია. ფსიქოტროპული მოქმედებს ჩემზე ცუდად, შვილის პანაშვიდზე გამიკეთეს და ფსიქიატრიულში მომათავსეს. გიჟი არ ვარ და ნურავინ გამოიყენებს ამას. 10 წელი ლოგინში ვიწექი, შვილი რომ მომიკვდა, 10 წელი არ ავმდგარვარ და ციხის შემეშინდება?", - განაცხადა მანანა გიორგობიანმა.
მანანა გიორგობიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს, რასაც თან ახლდა ძალადობა. აღნიშნული ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების 9 წლამდე აღკვეთას ითვალისწინებს. საქმეზე დაკავებულია კიდევ 5 პირი.
თაგები:
მანანა გიორგობიანი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


