
ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე ჯიმ რიში „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას დაკავებას ეხმაურება.
“ნიკა გვარამიას, ქართული ტელევიზიის დირექტორს, პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებით, 3,5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. პოლიტიკური ოპოზიციის გაჩუმება საქართველოს ძალიან შემაშფოთებელი მიმართულებით წაიყვანს. კანონის უზენაესობა და თავისუფალი პრესა არსებითია დემოკრატიისთვის“, – წერს რიში „ტვიტერზე“.
16 მაისს მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ “მთავარი არხის” გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ნიკა გვარამია სასამართლო დარბაზშივე დააკავეს.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს