ჯიმ რიში – “ქართული ოცნების” გადაწყვეტილება მთავრობის პასუხისმგებლობის მოხსნაა


ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი ჯიმ რიში 19 აპრილის შეთანხმებიდან „ქართული ოცნების“ გასვლას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, გავიდეს 19 აპრილის შეთანხმებიდან, მთავრობის პასუხისმგებლობის მოხსნაა და როგორც ჩანს, მიანიშნებს იმაზე, რომ პარტიას მხოლოდ საკუთარი მომავალი აღელვებს და არა მთელი ქვეყნის. ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს“, – წერს ჯიმ რიში „ტვიტერზე“.
თაგები:
ჯიმ რიში

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს