ჯიმ რიში – საქართველოში ჩატარებული არჩევნები წარმოუდგენელ იმედგაცრუებას იწვევს

ავტორი
Front News საქართველო
ამერიკელი სენატორი ჯიმ რიში საქართველოში ჩატარებულ ადგილობრივ არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
“ამ შაბათ-კვირას საქართველოში ჩატარებული არჩევნები წარმოუდგენელ იმედგაცრუებას იწვევს და დრამატულად განსხვავდება 2012 წლის არჩევნებისგან, რომლებსაც მე ვაკვირდებოდი. შეწუხებული ვარ დაშინებისა და ხმების მოსყიდვის შესახებ მრავალი ცნობის გამო.
საქართველოს მთავრობამ მეორე ტურის ორგანიზებისას უნდა მოაგვაროს ეუთო-ს მიერ ხაზგასმული საკითხები, მათ შორის ძალადობა, რომელიც ვიხილეთ საარჩევნო პერიოდის დროს და თამაშის არათანაბარი პირობები მმართველ პარტიასთან დაპირისპირებული პარტიებისთვის. სამართლიანი და ღია არჩევნები ძლიერი დემოკრატიის ნიშანია“, – ნათქვამია სენატორ ჯიმ რიშის განცხადებაში.

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


