
ავტორი
Front News საქართველო
ქართველმა ხალხმა ნათლად გამოხატა თავისი ევროპული მისწრაფებები. სამწუხაროდ, დღევანდელმა ხელისუფლებამ არ გაამართლა თავისი ხალხის სურვილები, – ასე ეხმაურება სენატორი ჯიმ რიში ევროკომისიის 8 ნოემბრის გადაწყვეტილებას.
“კომისიის რეკომენდაცია საქართველოს მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, როდესაც ის კონკრეტულ პირობებს დააკმაყოფილებს, კარგი კომპრომისია. ქართველმა ხალხმა ნათლად გამოხატა თავისი ევროპული მისწრაფებები. სამწუხაროდ, დღევანდელმა ხელისუფლებამ არ გაამართლა თავისი ხალხის სურვილები. თუ საქართველოს ნამდვილად სურს ევროკავშირში გაწევრიანება, მთავრობამ აქტიურად უნდა შეასრულოს ევროკავშირის პირობები. მათ შორის, მომავალ წელს ჩაატაროს შემოწმებადად თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, პატივი სცეს სამოქალაქო საზოგადოებას და დაიწყოს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ზოგიერთი პოზიციის გათვალისწინება – უფრო კონკრეტულად რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით.
როდესაც საქართველო დააკმაყოფილებს ბრიუსელის მიერ დადგენილ პირობებს, მოხარული ვიქნები მათი პოზიტიური მოძრაობის ევროკავშირის წევრობისკენ”, – აცხადებს რიში.
თაგები:
ჯიმ რიში
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს