
ავტორი
Front News საქართველო
ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას ეხმაურება.
“მივესალმები დღევანდელ ისტორიულ გადაწყვეტილებას, რომ უკრაინა და მოლდოვა დაიწყებენ მოლაპარაკებებს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ და საქართველოს მიანიჭეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.
ეს მანამდე თუ არ იყო ცხადი, ახლა ნამდვილად ცხადია, რომ პუტინი ცდება, უკრაინის მომავალი დასავლეთშია“, – წერს ჯინ შაჰინი.
ევროპული საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილებით, საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა გახდა, ხოლო უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებები გაიხსნა.
თაგები:
ჯინ შაჰინი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს