
ავტორი
Front News საქართველო
ძალიან მკაფიოდ ვიტყვი, რომ საქართველოს პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტი არ არის აშშ-ის კანონის მსგავსი. იგი არის რუსული კანონის მსგავსი, – ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“ასევე მსგავსი კანონი მიღებულ იქნა უნგრეთის მიერ და დადასტურდა, რომ არის შეუსაბამო ევროკავშირის სტანდარტებთან, არ არის თანხვედრაში სტანდარტებთან, ასევე ადამიანის უფლებების რეალიზებასთან. შესაბამისად, როდესაც ვსაუბრობ დემოკრატიის უკუსვლაზე, ესეც იგულისხმება“, – განაცხადა ჯინ შაჰინმა.
დიკ დურბინის განცხადებით, მთავარია, რომ ასეთმა კანონმა სიტუაცია არ წაიყვანოს იქით, რომ ასეთმა ორგანიზაციებმა შეწყვიტონ საქმიანობა.
“აშშ-შიც არის მსგავსი კანონი გამჭვირვალობასა და გამოვლენასთან დაკავშირებით, თუმცა მთავარია, რომ ასეთმა კანონმა სიტუაცია არ წაიყვანოს იქით, რომ ასეთმა ორგანიზაციებმა შეწყვიტონ საქმიანობა. ეს ის მიმართულებაა, რაც აირჩიეს რუსეთმა და ვენესუელამ“, – განაცხადა დიკ დურბინმა.
თაგები:
ჯინ შაჰინი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს