ჯინ შაჰინი – ღრმად იმედგაცრუებული ვართ მოვლენებით, რომელიც ძირს უთხრის შეთანხმებით გათვალისწინებულ დემოკრატიულ რეფორმებს

ავტორი
Front News საქართველო
ღრმად იმედგაცრუებული ვართ ახალი მოვლენებით, რომლებიც ძირს უთხრის 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებულ დემოკრატიულ რეფორმებს, – ასე აფასებს ამერიკელი სენატორი ჯინ შაჰინი „ქართული ოცნების“ მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირების გადაწყვეტილებას.
“აშშ-ის სენატი მკაფიოა საქართველოსადმი თავის ორპარტიულ გზავნილში: ჩვენ ღრმად იმედგაცრუებული ვართ ახალი მოვლენებით, რომლებიც ძირს უთხრის 19 აპრილის შეთანხმებით გათვალისწინებულ დემოკრატიულ რეფორმებს.
საქართველოში დემოკრატიის გაძლიერების წარუმატებლობა აზარალებს ქართველ ხალხს“, – წერს ჯინ შაჰინი “ტვიტერზე”.
თაგები:
ჯინ შაჰინი




