
ავტორი
Front News საქართველო
რუსეთის წინააღმდეგ ყველაზე დიდი თავდაცვა, შავი ზღვის რეგიონში ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტებია, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში სენატორმა ჯინ შაჰინმა განაცხადა.
როგორც სენატორმა შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხების შესახებ გამართულ მოსმენაზე განაცხადა, შავი ზღვის საკითხებზე ნატოს პასუხი მეტ კოორდინაციასა და პოლიტიკურ ერთიანობას მოითხოვს.
“რუსეთის ბოროტი ზრახვები აშკარად გამოიკვეთა მიმდინარე წლის ზაფხულის დასაწყისში, როდესაც მე და სენატორი მერფი უკრაინასა და საქართველოს ვეწვიეთ. ჩვენ ე.წ სამხრეთ ოსეთის საზღვართან მივედით, სადაც რუსეთის მხრიდან მიმდინარე ბორდერიზაცია და საქართველოს წინააღმდეგ მტრული ქმედებები ვიხილეთ. რუსეთის ტერიტორიული აგრესია, როგორიცაა სასაზღვრო ხაზიდან მავთულხლართების გადაადგილების გაგრძელება, რუსეთის სამხედრო ქცევის უფრო ფართო ნიმუშის ნაწილია და მისი დაგმობა უნდა გაგრძელდეს. მე ძალიან ვაფასებ იქ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობას.
რუსეთის წინააღმდეგ ყველაზე დიდი თავდაცვა, შავი ზღვის რეგიონში ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტებია. ისეთმა ქვეყნებმა, როგორებიცაა მოლდოვა, უკრაინა და საქართველო, უნდა გააგრძელონ რუსეთის ბოროტი აქტივობების მოგერიება საჭირო დემოკრატიული რეფორმების გაძლიერებით, რათა ასახონ ხალხის ნება და დააახლოვონ ისინი ტრანსატლანტიკურ საზოგადოებასთან. მე მხარს ვუჭერ საქართველოსა და უკრაინის ნატოს მაპისთვის მისწრაფებებს, ვფიქრობ ეს მათ ძალიან დაეხმარება,”- განაცხადა სენატორმა ჯინ შაჰინმა.
თაგები:
ჯინ შაჰინი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს