ჯინ შაჰინი – საქართველომ უნდა უპასუხოს ამ გამოწვევას, თუ ფიქრობს ევროკავშირში გაწევრიანებაზე

ავტორი
Front News საქართველო
კარგად ფუნქციონირებადი დემოკრატიისთვის არის ძალზედ მნიშვნელოვანი, რომ ჟურნალისტებს ჰქონდეთ უფლება და შესაძლებლობა, იმუშაონ თავისი პროფესიით და აწარმოონ საქმიანობა, – ამის შესახებ სენატორმა ჯინ შაჰინმა საქართველოში ვიზიტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“ევროკავშირის რეკომენდაციებში არის პირობა, განსაკუთრებით მედიათავისუფლება და ადამიანის უფლებები, ეს არის ძირითადი, ერთ-ერთი მთავარი მიმართულება. კარგად ფუნქციონირებადი დემოკრატიისთვის არის ძალზედ მნიშვნელოვანი, რომ ჟურნალისტებს ჰქონდეთ უფლება და შესაძლებლობა, იმუშაონ თავისი პროფესიით და აწარმოონ საქმიანობა. საქართველომ უნდა უპასუხოს ამ გამოწვევას, თუ ფიქრობს ევროკავშირში გაწევრიანებაზე.
ასევე, ეს შეეხება იმას, რომ ოპოზიციის წევრებსა და ოპონენტებს არ უნდა აპატიმრებდნენ. შესაბამისად, ნებისმიერი ადამიანი, რა ბრალდებაც არ უნდა იყოს მის მიმართ წაყენებული, ვთქვათ პრეზიდენტ სააკაშვილის მაგალითზე, უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ მისი უფლებები იყოს დაცული“, – განაცხადა ჯინ შაჰინმა.
თაგები:
ჯინ შაჰინი




