
ავტორი
Front News საქართველო
სენატორი ჯინ შაჰინი აცხადებს, რომ აშშ-ის მიერ საქართველოსთან სამხედრო სწავლების გადადება “რთული, მაგრამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა”.
“თავდაცვის დეპარტამენტის რთული, მაგრამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება საქართველოში მომავალი სამხედრო წვრთნების გადადების შესახებ. ეს შეფერხება ასახავს იმ საკანონმდებლო ძალისხმევას, რომელიც კომიტეტში, თავდაცვის ავტორიზაციის აქტით იქნა მიღებული და რომელიც მოითხოვს საქართველოსთან თავდაცვის თანამშრომლობის გადახედვას უცხოელი აგენტების შესახებ კანონის მიღების შემდეგ”, – აცხადებს შაჰინი.
5 ივლისს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა განცხადება გაავრცელა, რომ საქართველოსთან “ღირსეული პარტნიორის” სამხედრო სწავლება “განუსაზღვრელი ვადით” გადაიდო.
თაგები:
ჯინ შაჰინი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს