Logo

ჯინ შაჰინი - ზურაბ ჯაფარიძის დაკავება შემზარავი და უსამართლოა, ამგვარი ქმედებები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კონგრესი უნდა დადგეს ქართველი ხალხის გვერდით

პოლიტიკა
3 საათის წინ / 10:50
191
Frontnews image description

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი, სენატორი ჯინ შაჰინი "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის დაკავებას შემზარავს და უსამართლოს უწოდებს.

"ქართველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის" ზურაბ ჯაფარიძის დაკავება შემზარავი და უსამართლოა. ამგვარი ქმედებები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კონგრესი უნდა დადგეს ქართველი ხალხის გვერდით "ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ დემოკრატიული ინსტიტუტების ჩახშობის წინააღმდეგ“, – წერს სენატორი შაჰინი.

"კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთ ლიდერს ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს 22 მაისს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო პატიმრობით შეეცვალა.

თაგები:

ჯინ შაჰინი
Advertisement