ჯო ბაიდენი – აშშ და ჩვენი მოკავშირეები დააწესებენ მკაცრ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ


ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ აშშ და მოკავშირეები რუსეთს მკაცრ სანქციებს დააწესებენ.
როგორც ბაიდენი უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკისთან სატელეფონო საუბრის შემდეგ სოციალურ ქსელში წერს, ზელენსკიმ მას სთხოვა, დაურეკოს მსოფლიო ლიდერებს და ისაუბროს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ.
“დავგმე რუსეთის სამხედრო ძალების ეს არაპროვოცირებული და გაუმართლებელი თავდასხმა. მივაწოდე მას ინფორმაცია იმ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რომლებსაც ვდგამთ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან დასაგმობად, მათ შორის, დღეს გაერო-ს უშიშროების საბჭოში. მან მთხოვა, დავურეკო მსოფლიო ლიდერებს და მკაფიოდ ვისაუბრო პრეზიდენტ პუტინის აშკარა აგრესიის წინააღმდეგ და გვერდში დავუდგე უკრაინელ ხალხს. ხვალ მე შევხვდები დიდი შვიდეულის ლიდერებს. აშშ და ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები დააწესებენ მკაცრ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერასა და დახმარებას“, – წერს ჯო ბაიდენი.
