Logo

ჯო ბაიდენი – ჩვენ გვაქვს ნატო-ს ტერიტორიის თითოეული სანტიმეტრის კოლექტიური დაცვის ვალდებულება

მსოფლიო
963
Frontnews image description

არც კი იფიქროთ ნატო-ს ტერიტორიაზე ერთი სანტიმეტრით შეჭრაზეც კი, ნატო-ს ტერიტორიის თითოეული სანტიმეტრის კოლექტიური დაცვის ვალდებულება გვაქვს, – ასე მიმართა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთს.

 

“აშშ ეხმარება უკრაინას შეიარაღებით, თუმცა მე მკაფიოდ ვთქვი, რომ ამერიკული ძალები ევროპაში რუსეთთან კონფლიქტში ჩასართავად არ იმყოფებიან. ამერიკული ძალები ევროპაში იმყოფებიან ნატო-ს მოკავშირეების დასაცავად. გუშინ მე შევხვდი სამხედროებს, რომლებიც პოლონეთის საზღვარზე მსახურობენ, რათა გააძლიერონ ნატო-ს ძალების თავდაცვის ხაზი. ამის მიზეზი არის ის, რომ ჩვენ მკაფიოდ გვინდა, განვაცხადოთ, არც კი იფიქროთ ნატო-ს ტერიტორიაზე ერთი სანტიმეტრით შეჭრაზეც კი. ჩვენ გვაქვს წმიდათაწმინდა ვალდებულება, მეხუთე მუხლის მიხედვით, რაც ითვალისწინებს ნატო-ს ტერიტორიის თითოეული სანტიმეტრის კოლექტიურ დაცვას“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

თაგები:

ჯო ბაიდენი
Advertisement