ჯო ბაიდენი – განზრახული მაქვს, მეორე ვადითაც ვიყარო კენჭი

ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ მეორე ვადით გაპრეზიდენტება სურს.
“ფორმალური გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია, მაგრამ ვგეგმავ ამის გაკეთებას – განზრახული მაქვს, მეორე ვადითაც ვიყარო კენჭი. ჩემი მეუღლე მიიჩნევს, რომ ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ვაკეთებთ და რომ ეს არ უნდა შევწყვიტოთ“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.
აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი, 79 წლის ბაიდენი ამ თანამდებობას ოფიციალურად 2021 წლის 20 იანვრიდან იკავებს.
თაგები:
ჯო ბაიდენი




