Logo

ჯო ბაიდენი – კარიბის კრიზისის შემდეგ არმაგედონის საფრთხის წინაშე არასოდეს ვყოფილვართ

მსოფლიო
1311
Frontnews image description

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენმა თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მუქარა ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ ყველაზე სერიოზული საფრთხეა კუბის სარაკეტო კრიზისის შემდეგ, რადგან რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა უკრაინის ომთან დაკავშირებით საზოგადოების ძალიან ნეგატიური  რეაქციის წინაშე აღმოჩნდა.

 

“პირველად კარიბის კრიზისის შემდეგ, ჩვენ გვაქვს ბირთვული იარაღის გამოყენების პირდაპირი საფრთხე. რუსეთის პრეზიდენტი არ ხუმრობს, როდესაც საუბრობს ტაქტიკური ბირთვული იარაღის, ბიოლოგიური ან ქიმიური იარაღის პოტენციურ გამოყენებაზე, რადგან მისი სამხედროები მნიშვნელოვნად აგებენ.

 

კენედისა და კუბის სარაკეტო კრიზისის შემდეგ არმაგედონის პერსპექტივის წინაშე არ ვყოფილვართ. არ ვფიქრობ, რომ არსებობს შესაძლებლობა ბირთვული ტაქტიკური იარაღი მსუბუქად გამოიყენო და ყველაფერი არმაგედონით არ დაასრულო“, – განაცხადა ბაიდენმა.

 

1962 წლის კრიზისის დროს შეერთებული შტატები პრეზიდენტ ჯონ კენედის და საბჭოთა კავშირი ნიკიტა ხრუშჩოვის მმართველობის დროს, კუბაში საბჭოთა რაკეტების არსებობის გამო ბირთვული იარაღის გამოყენებასთან ძალიან ახლოს იყვნენ. 

 

პუტინმა, რომელიც დღეს 70 წლის გახდა, განაცხადა, რომ გამოიყენებს ყველა საჭირო საშუალებას, მათ შორის რუსეთის ბირთვულ არსენალს, რათა დაიცვას “რუსული” მიწა, რომელიც, მისი თქმით, ახლა მოიცავს მის მიერ ანექსირებულ უკრაინის ოთხ რეგიონსაც.

 

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმერ ზელენსკის განცხადებით, ნატო-მ უნდა განახორციელოს პრევენციული დარტყმები რუსეთის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენების თავიდან ასაცილებლად.

თაგები:

ჯო ბაიდენი
Advertisement