Logo

ჯო ბაიდენი – ხვალიდან ვაწესებთ სანქციებს რუსეთის ელიტის და მათი ოჯახების წინააღმდეგ

მსოფლიო
23.02.2022 / 00:13
Frontnews image description

აშშ რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს აწესებს, – ამის შესახებ პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა.

 

მისი თქმით, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები რუსეთის სუვერენულ ვალს, ორ ფინანსურ ინსტიტუტსა და რუსეთის ელიტის წარმომადგენლებს შეეხებათ.

 

“რუსეთმა მიითვისა რეგიონის დიდი ნაწილები და განალაგა სამხედრო ნაწილები გაცილებით უფრო ღრმად, ვიდრე ეს უკრაინის საზღვრებითაა აღიარებული და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა უკრაინის სახელმწიფოს აღიარება. ეს არის დასაწყისი რუსეთის მიერ უკრაინის დაპყრობის, დაფუძნებული დუმის გადაწყვეტილებაზე. ჩვენ ვაპირებთ სანქციებზე საუბრის გაგრძელებას და გაცილებით ღრმად წასვლას ამ მიმართულებით. 

 

არ არსებობს ქვეყნები, რომელთაც აქვთ უფლება წაართვან ტერიტორია მათ მეზობლებს. ჩვენ ვართ ძალიან ახლო კოორდინაციაში ჩვენს მოკავშირეებთან და მზად ვართ ესკალაციის შესაწინააღმდეგებლად. 

 

ეს არის სახელმწიფო განვითარების კორპორაცია და სამხედრო ბანკი. ჩვენ ვაწესებთ ყოვლისმომცველ სანქციებს რუსეთის სუვერენული ვალის წინააღმდეგ, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ გავწყვიტეთ რუსეთის მთავრობის დასავლური დაფინანსება. ის ვეღარ შეძლებს დასავლეთისგან ფულის მიღებას და ვეღარ შეძლებს ახალი ვალით ვაჭრობას ჩვენ ბაზრებზე ან ევროპულ ბაზრებზე. ხვალიდან დაწყებული, ჩვენ ვაწესებთ სანქციებს რუსეთის ელიტის და მათი ოჯახების წინააღმდეგ.

 

გერმანიასთან კონულტაციის შემდეგ, პრაქტიკულად, მომზადებულია ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის გაყინვა. ამავდროულად, აშშ გააგრძელებს სამხედრო დახმარებას უკრაინისთვის. იმის გამო, რომ რუსეთის არმის დგას ბელარუსში, ჩვენ ვაწვდით კიდევ უფრო მეტ შეიარაღებას უკრაინას და ასევე სამივე ბალტიისპირეთის სახელმწიფოში ასვეე გვინდა ვთქვათ, რომ ჩვენ არანაირი მიზანი არ გვაქვს თავს დავესხათ რუსეთს მაგრამ ჩვენ ვიცავთ ნატოს ტერიტორიას. 

 

რუსეთი აპირებს არ შეჩერდეს გამოცხადებულზე და აქვს გეგმები გაცილებით უფრო დიდი ქალაქების ოკუპაციის, მათ შორის დედაქალაქი კიევის. მათ შორის პირველ რიგში ბელარუსიდან, ჩრდილოეთ ნაწილიდან რაკეტების დახმარებითაც კი. სამხრეთიდან, შავი ზღვიდან, წყალქვეშა გემებით. 
რაზე მეტყველებს ეს თუ არა იმაზე, რომ რუსეთს სურს ომის დაწყება. ამ ესკალაციის გაზრდა და მიმდინარეობა ჯერჯერობით დასრულდა უკრაინული ორი სუვერენული ტერიტორიის დამოუკიდებლობის უკანონოდ აღიარებით, საერთაშორისო სამართლის დარღვევით. პუტინმა ამასთანავე მისცა შესაძლებლობა პარლამენტს, ავტორიზაცია გაუკეთა, რომ გამოიყენოს რუსული სამხედრო ძალები მის ფარგლებს გარეთ. 

 

ჩვენ არ ვართ სულელები და არც ვიყავით და არც ვიქნებით. ჩვენ რამდენიმე დღის წინაც ვამბობდით იგივეს და რუსეთმა უნდა იცოდეს, რომ სრულად ატარებს პასუხისმგებლობას აღნიშნულ საკითხებზე. და ის რაც ითქვა გაზის ფასის მატებაზე, ამაზე ჩვენ რამდენიმე დღის წინ ვთქვით, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლას აქვს თავისი ფასი და ჩვენ ვართ მზად, გადავიხადოთ ეს ფასი“, – განაცხადა ბაიდენმა.

Advertisement