ჯო ბაიდენი – მოვუწოდებ რუსეთს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს უკანონოდ დაკავებული ბრიტნი გრაინერი


ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ამერიკელი კალათბურთელი ბრიტნი გრაინერი.
“დღეს ამერიკელი მოქალაქე ბრიტნი გრაინერს პატიმრობის განაჩენი გამოუტანეს და ეს არის კიდევ ერთი შეხსენება იმისა, რაც მსოფლიომ უკვე იცის: რუსეთმა უსამართლოდ დააკავა ბრიტნი. ეს მიუღებელია. მე მოვუწოდებ რუსეთს, გაათავისუფლოს ის დაუყოვნებლივ, რომ მან შეძლოს თავის მეუღლესთან, საყვარელ ადამიანებთან, მეგობრებთან და თანაგუნდელებთან ყოფნა“, – განაცხადა ბაიდენმა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, მისი ადმინისტრაცია გააგრძელებს ძალისხმევას, რათა ბრიტნი გრინერი და რუსეთში დაკავებული კიდევ ერთი ამერიკელი პოლ უილანი სახლებში უსაფრთხოდ რაც შეიძლება მალე დააბრუნონ.
რუსეთის სასამართლომ ამერიკელ კალათბურთელს, ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონს ბრიტნი გრაინერს თავისუფლების ცხრა წლით აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლომ სპორტსმენი დამნაშავედ ცნო ნარკოტიკული საშუალებების შენახვასა და კონტრაბანდაში. ამერიკელი სპორტსმენი მოსკოვის შერემეტიევოს აეროპორტში თებერვალში დააკავეს.
ყოფილი საზღვაო ქვეითი პოლ უილანი კი რუსეთში 2018 წლის დეკემბერში ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს და 2020 წლის ივნისში თავისუფლების 16 წლით აღკვეთა მიუსაჯეს.
თაგები:
ჯო ბაიდენი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს