Logo

ჯო ბაიდენი – მსოფლიო პასუხს აგებინებს რუსეთს

უკრაინა
24.02.2022 / 09:11
Frontnews image description

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რუსეთის მიერ უკრაინაზე გაუმართლებელ და არაფრით პროვოცირებულ თავდასხმას გმობს.

 

“პრეზიდენტმა პუტინმა აირჩია წინასწარგანზრახული ომი, რომელიც კატასტროფულ ადამიანურ დანაკარგებსა და ტანჯვას გამოიწვევს.

 

მხოლოდ რუსეთია პასუხისმგებელი იმ სიკვდილსა და განადგურებაზე, რომელსაც ეს თავდასხმა მოიტანს და აშშ და მისი მოკავშირეები და პარტნიორები ერთიანად და გადამწყვეტი ფორმით უპასუხებენ.

 

მსოფლიო პასუხს აგებინებს რუსეთს“, – აცხადებს ბაიდენი.

 

როგორც აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, ის ამერიკელ ხალხს სიტყვით მიმართავს და შემდგომი ნაბიჯების შესახებ განაცხადებს, რომელსაც ვაშინგტონი და მისი მოკავშირეები რუსეთის წინააღმდეგ მიიღებენ „უკრაინისა და გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების წინააღმდეგ აგრესიის უაზრო აქტის გამო“.

 

“ჩვენ კოორდინაციაში ვიქნებით ჩვენს ნატოელ მოკავშირეებთან, რათა უზრუნველვყოთ ძლიერი, ერთიანი პასუხი, რომელიც შეაკავებს აგრესიას ალიანსის წინააღმდეგ“, – აცხადებს ბაიდენი.

Advertisement