Logo

ჯო ბაიდენი – პუტინის პირადი სანქცირება მაგიდაზეა განსახილველად

მსოფლიო
752
Frontnews image description

არ ვაპირებ პუტინთან საუბარს, ის აგრესორია, მან დაიწყო ეს ომი და ახლა შედეგებისთვის მზად უნდა იყოს. მე არ მითქვამს, რომ სანქციები მას შეაჩერებდა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა. 

 

მისივე თქმით, პირადი სანქციები პუტინისთვის მაგიდაზეა განსახილველად.

 

“სანქციების ეფექტს დრო სჭირდება. პუტინის პირადი სანქცირება მაგიდაზეა განსახილველად”, – აღნიშნა  ბაიდენმა. 

 

აშშ-ის პრეზიდენტმა დღეს რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე ისაუბრა.

 

აშშ-მა სანქციები დაადო რუსეთის კიდევ ორ უმსხვილეს ბანკს, მათ შორის VTB ბანკს და გააფართოვა კორუმპირებული რუსული პოლიტიკური ელიტისა და მილიონერების ოჯახის წევრების წინააღმდეგ სანქციები.

Advertisement