ჯო ბაიდენი – რუსეთის ციხიდან გათავისუფლებული ბრიტნი გრინერი უსაფრთხოდ არის და უკვე გზაშია


ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რუსეთის ციხიდან კალათბურთელის ბრიტნი გრინერის გათავისუფლებას გამოეხმაურა.
როგორც ჯო ბაიდენმა განაცხადა, ბრიტნი გრინერი უსაფრთხოდ არის და უკვე გზაშია. მან მადლობა გადაუხადა არაბთა გაერთიანებულ საემიროებს გრინერის დაბრუნების პროცესში ფასილიტაციისთვის.
აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ გრინერს ტელეფონით უკვე ესაუბრა.
დღეს გავრცელებული ინფორმაციით, მოსკოვი და ვაშინგტონი შეთანხმდნენ, რომ რუსეთში დაკავებული ბრიტნი გრინერის გათავისუფლების სანაცვლოდ, ვაშინგტონი იარაღით ცნობილ მოვაჭრეს ვიქტორ ბუტს გაათავისუფლებს.
თაგები:
ჯო ბაიდენი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს