ჯო ბაიდენი – რუსეთმა მოგუდა დემოკრატია და სურს იგივეს გაკეთება სხვაგანაც


ავტორი
Front News საქართველო
რუსეთმა მოგუდა დემოკრატია და იგივეს გაკეთება სურს არა მხოლოდ რუსეთში, არამედ სხვაგანაც, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა პოლონეთში ვიზიტის ბოლოს სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
“დემოკრატიისთვის ბრძოლა ვერ დასრულდა ცივი ომის დასრულებით. ბოლო 30 წლის განმავლობაში ავტოკრატიული ძალები აღზევდნენ მთელ მსოფლიოში. ეს ნიშნები ცნობილია – უპატივცემლობა კანონის უზენაესობისადმი, უპატივცემლობა დემოკრატიისადმი, უპატივცემლობა სიმართლისადმი. დღეს რუსეთმა მოგუდა დემოკრატია და სურს იგივეს გაკეთება არა მხოლოდ რუსეთში, არამედ სხვაგანაც.
ეთნიკური სოლიდარობის ცრუ საბაბით მან ძირი გამოუთხარა მეზობელ ქვეყნებს. პუტინს აქვს მიზანი, თქვას, რომ ის არ აზრალებს უკრაინას. ეს არის ცინიკური ტყუილი და მან ეს იცის. ეს ასევე არის უხამსობა. პრეზიდენტი ზელენსკი დემოკრატიულად იყო არჩეული. ის ებრაელია. მამამისის ოჯახი ჰოლოკოსტის დროს განადგურდა, პუტინს ყოფნის თავხედობა, როგორც ყველა ავტოკრატს, იფიქროს, რომ რადგან ის ძლიერია, სიმართლე მის მხარესაა“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.
თაგები:
ჯო ბაიდენი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს