ჯო ბაიდენი უკრაინიდან პოლონეთში გაემგზავრა


ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კიევი დღეს შუადღისას დატოვა და პოლონეთში მიემგზავრება, სადაც ორდღიანი ვიზიტია დაგეგმილი, – ამის შესახებ Associated Press წერს.
“პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კიევი 5 საათიანი ვიზიტის შემდეგ დატოვა და უკრაინას მხარდაჭერა აღუთქვა”, – წერს გამოცემა.
ჯო ბაიდენი კიევში დღეს დაუანონსებელი ვიზიტით ჩავიდა. მან პატივი მიაგო ზეციური ასეულის გმირების ხსოვნას და მოლაპარაკება გამართა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან.
კიევის შემდეგ შეერთებული შტატების პრეზიდენტი პოლონეთში ჩავა. იქ დაგეგმილია შეხვედრა პრეზიდენტ ანჯეი დუდასთან და მოლაპარაკებები ნატოს მოკავშირეებთან.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს