
ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინას უსაფრთხოების სფეროში კიდევ 800 მილიონი დოლარის დახმარება გამოუყო.
როგორც პრეზიდენტმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ახალ პაკეტში საბრძოლო მასალის გარდა მძიმე არტილერია და დრონები იქნება.
“დღეს დამატებით 800 მილიონის დახმარების პაკეტს ვაწერ ხელს. ამაში შედის სხვადასხვა ტიპის შეიარაღება, რომელიც უკრაინელი ხალხისთვის იქნება განკუთვნილი. მათ შორის, ტექნიკური დრონები. გასული თვეების განმავლობაში ჩვენ რეკორდული სისწრაფით გავაგზავნეთ შეიარაღება უკრაინაში, მათ შორის, NATO-სთან თავსებადი სხვადასხვა ტიპის შეიარაღება”, – განაცხადა ბაიდენმა.
თაგები:
ჯო ბაიდენი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს