Logo

ჯო ბაიდენი უკრაინისთვის ე.წ. ლენდ-ლიზის შესახებ კანონს 9 მაისს მოაწერს ხელს

მსოფლიო
1347
Frontnews image description

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უკრაინისთვის ე.წ. ლენდ-ლიზის შესახებ კანონს 9 მაისს მოაწერს ხელს, – ამის შესახებ თეთრი სახლის წარმომადგენელმა ჯენ ფსაკიმ განაცხადა.

 

“ორშაბათს პრეზიდენტი ხელს მოაწერს ლენდ-ლიზის კანონს, რათა დაიცვას დემოკრატია უკრაინაში 2022 წლისთვის“, – აღნიშნა ფსაკიმ.

 

მიმდინარე წლის 28 აპრილს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინისთვის ლენდ-ლიზის გახსნის შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა. მეორე მსოფლიო ომის დროს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ასევე განახორციელა ლენდ-ლიზი საბჭოთა კავშირისა და მოკავშირე ქვეყნებისთვის, ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ მხარდასაჭერად. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ე.წ. ლენდ-ლიზის ფარგლებში აშშ-მა დიდი ოდენობით საბრძოლო მასალა, იარაღი და საჭირო სტრატეგიული ნედლეული გასცა, რომელმაც გადამწყვეტი როლი შეასრულა ომის მიმდინარეობაში.

თაგები:

ჯო ბაიდენი
Advertisement