ჯო ბაიდენი – ვლადიმერ პუტინი ჯალათია


ავტორი
Front News საქართველო
ვარშავაში, უკრაინელ ლტოლვილებთან შეხვედრის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინს ჯალათი უწოდა.
“სიენენის” ინფორმაციით, ჟურნალისტებმა ჯო ბაიდენს ჰკითხეს, თუ რას ფიქრობს ლტოლვილებთან შეხვედრის შემდეგ, რაზეც აშშ-ის ლიდერმა უპასუხა, რომ ვლადიმერ პუტინი ჯალათია.
რაც შეხება უკრაინელ ლტოლვილებს, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამგვარ ადგილებში სტუმრობისას მას ყოველთვის აოცებს ადამიანთა სულის სიღრმე და სიმტკიცე.
“ეს წარმოუდგენელია. როდესაც ამ პატარა ბავშვებს ხედავ, უბრალოდ გინდა, ჩაეხუტო და უთხრა, მადლობა.
თითოეულმა ამ ბავშვებიდან თქვა მსგავსი რამ – „ილოცეთ ჩემი მამისთვის ან პაპისთვის ან ძმისთვის, რომელიც იბრძვის“. მე მახსოვს, თუ რას ნიშნავს, როდესაც ვინმე ომის ზონაში გყავს“, – განაცხადა ბაიდენმა.
თაგები:
ჯო ბაიდენი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს