ჯო ბაიდენმა სომეხთა გენოციდი აღიარა


ავტორი
Front News საქართველო
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 1915-1918 წლებში ოსმალეთის იმპერიაში (დღევანდელი თურქეთის ტერიტორია) მცხოვრები სომეხი მოსახლეობის გენოციდი აღიარა.
ბოლო 40 წლის განმავლობაში ბაიდენი აშშ-ის პირველი პრეზიდენტია, რომელმაც 1915 წელს ჩადენილი მასობრივი მკვლელობები საჯაროდ გენოციდად აღიარა.
მისი თქმით, 1915 წლის 24 აპრილიდან დაწყებული ოსმალეთის იმპერიის მმართველთა მიერ სომეხი ინტელიგენციისა და ლიდერების დაკავებების შემდეგ, ნახევარი მილიონი ეთნიკურად სომეხი იქნა დეპორტირებული ან მოკლული.
"ყოველ წელს, ამ დღეს ჩვენ ვიხსნებეთ ყველა იმ ადამიანს, ვინც დაიღუპა ოსმანეთის ეპოქაში სომეხთა გენოციდის დროს. მსგავსი სისასტიკე აღარასოდეს უნდა განმეორდეს. ამერიკელი ხალხი პატივს მიაგებს გენოციდის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას", – განაცხადა ბაიდენმა.
მისივე თქმით, აშშ აღიარებს სომეხთა გენოციდს არა ვინმე დადანაშაულების, არამედ მსგავი მოვლენების აღკვეთის მიზნით.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს