ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის ე.წ. ლენდ-ლიზის შესახებ კანონს ხელი მოაწერა


ავტორი
Front News საქართველო
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის ე.წ. ლენდ-ლიზის შესახებ კანონს ხელი მოაწერა.
მიმდინარე წლის 28 აპრილს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ უკრაინისთვის ლენდ-ლიზის გახსნის შესახებ კანონპროექტი დაამტკიცა. მეორე მსოფლიო ომის დროს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ასევე განახორციელა ლენდ-ლიზი საბჭოთა კავშირისა და მოკავშირე ქვეყნებისთვის, ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგ მხარდასაჭერად.
მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ე.წ. ლენდ-ლიზის ფარგლებში აშშ-მა დიდი ოდენობით საბრძოლო მასალა, იარაღი და საჭირო სტრატეგიული ნედლეული გასცა, რომელმაც გადამწყვეტი როლი შეასრულა ომის მიმდინარეობაში.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს