“ჯოჯოხეთი ამოვიდა დედამიწაზე” – რუსმა ოკუპანტებმა “აზოვსტალის” ქარხნის ტერიტორიაზე პირველად ე.წ. ფოსფორის ბომბები გამოიყენეს


ავტორი
Front News საქართველო
მარიუპოლის აზოვსტალზე პირველად რუსმა დამპყრობლებმა ფოსფორის – ცეცხლგამჩენი ბომბები ჩამოაგდეს, – ამის შესახებ ქალაქის მერის მრჩეველმა პეტრ ანდრიუშჩენკომ განაცხადა.
“მარიუპოლი. აზოვსტალი. ისევ – ციდან, ზღვიდან, მიწიდან. გუშინ ოკუპანტებმა პირველად გამოიყენეს ცეცხლგამჩენი ან ფოსფორის ბომბები მარიუპოლის დამცველების წინააღმდეგ (დასკვნას სპეციალისტებს დავუტოვებთ)”, – განაცხადა ანდრიუშჩენკომ.
მისი თქმით, თავად დამპყრობლები ამტკიცებენ, რომ მათ გამოიყენეს თერმიტის ფენებით ცეცხლგამძლე 9M22S ჭურვები. წვის ტემპერატურა დაახლოებით 2-2,5 ათასი გრადუსია. ხანძრის შეჩერება თითქმის შეუძლებელია.
“ჯოჯოხეთი ამოვიდა დედამიწაზე, აზოვსტალამდე. წარმოუდგენელია, როგორ უძლებენ ჩვენი დამცველები”, – აღნიშნა ანდიუშჩენკომ.
თაგები:
აზოვსტალი

რუსმა ოკუპანტებმა „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე მდებარე ჰოსპიტალი დაბომბეს

რუსმა ოკუპანტებმა “აზოვსტალის“ ტერიტორიაზე მყოფი ადამიანების წინააღმდეგ შესაძლოა, ქიმიური იარაღი გამოიყენონ

ირაკლი კობახიძე – არც ე.წ. არჩევნებს ვაღიარებთ, არც ე.წ. რეფერენდუმს და არც ე.წ. განცხადებას, რომელსაც ე.წ პრეზიდენტი აკეთებს, ჩვენთვის ეს ყველაფერი არის ეგრეთწოდებული და გვექნება შესაბამისი რეაგირება